"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე საპროცენტო განაკვეთების ზრდას არ პროგნოზირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს "საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებელზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"დაველოდოთ, როგორც წინა მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე იყო ნათქვამი, მოლოდინი არსებობს, რომ საშუალო ვადაში, ანუ მომავალი წლისთვის ინფლაცია თავის მიზნობრივ მაჩვენებლებს დაუბრუნდება. აქედან გამომდინარე, ალბათ არ არის მოსალოდნელი, რომ საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოხდება", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.