2024 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში ვაზელინის იმპორტი შემცირდა. 246 ტონა ვაზელინისთვის ქვეყნიდან 330 ათასი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის იმპორტის მაჩვენებელთან შედარებით ღირებულებაში 48%-ით, ხოლო მოცულობაში 47%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, 9-თვიან ჭრილში ვაზელინის რეკორდული რაოდენობა საქართველოში 2014 წელს შემოვიდა [$2.4 მლნ, 1 937 ტონა]. ამის შემდეგ წლების განმავლობაში 500 ტონამდე ვაზელინს ვყიდულობდით. 2022 წელს კი 9 თვეში ვაზელინის იმპორტის მოცულობამ 532 ტონა შეადგინა, მისი ღირებულება კი $991 ათასი იყო.
2014 წლის შემდეგ საქართველოსთვის ვაზელინის მთავარი მომწოდებელი რუსეთია, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად რუსულ ვაზელინს მოვიხმართ. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტის შემცირებაც სწორედ რუსეთიდან საქონლის შემოტანის შემცირებით არის განპირობებული. რაც შეეხება სხვა ბაზრებს, საქართველომ წელს ვაზელინი შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:
- რუსეთი - $201 ათასი, 167 ტონა;
- ირანი - $42 ათასი, 44 ტონა;
- თურქეთი - $29 ათასი, 16 ტონა;
- ჩინეთი - $12 ათასი, 8 ტონა;
- იტალია - $11 ათასი, 1 ტონამდე
გარდა ამ ქვეყნებისა, ვაზელინი ასევე ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, არაბთა გაერთიანებული სამეფოდან და სხვა ქვეყნებიდან შევიძინეთ.
წლიურ ჭრილში ბოლო 10 წელიწადში ვაზელინის იმპორტის დინამიკა ასეთი იყო:
2023 წელი - $747 ათასი, 547 ტონა;
2022 წელი - $1.1 მლნ, 645 ტონა;
2021 წელი - $788 ათასი, 479 ტონა;
2020 წელი - $684 ათასი, 534 ტონა;
2019 წელი - $931 ათასი, 645 ტონა;
2018 წელი - $851 ათასი, 608 ტონა;
2017 წელი - $783 ათასი, 588 ტონა;
2016 წელი - $789 ათასი, 598 ტონა;
2015 წელი - $810 ათასი, 552 ტონა;
2014 წელი - $2.6 მლნ, 2 089 ტონა;
როგორც აღვნიშნეთ ბოლო ათი წელია ვაზელინის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის რუსეთია, თუმცა 2014 წელს ყველაზე იმპორტის ნახევარზე მეტი ირანზე მოდიოდა [$1.6 მლნ, 1 491 ტონა].