ვაზისუბანში ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე სახანძრო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული.