მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვცდილობთ რუსეთი არ იყოს ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანა” - თელავის ღვინის მარანი

631c3372e0482
ნინი ლონგურაშვილი
10.09.22 12:07
884
საქართველოსთვის ღვინის ექსპორტიორ ძირითად ბაზრად რუსეთი რჩება, რომლის ჩანაცვლებაზეც მეღვინეები წლებია საუბრობენ, თუმცა მკაფიო ცვლილებები ჯერ არ არის. რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, მიმდინარე წლის 7 თვეში ქართული ღვინის ექსპორტში ისევ რუსეთი ლიდერობს, სადაც ექსპორტზე 72 მლნ დოლარის ოდენობის ღვინო გავიდა. აღსანიშნია ისიც, რომ გასულ წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი რუსეთში 638 ათასით დოლარით არის გაზრდილი.

“თელავის ღვინის მარნის” დამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა BMG-სთან ბაზრის დივერსიფიკაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიისთვის რუსეთი არამთავარ პარტნიორებს შორისაა.

“ვცდილობთ, რუსეთი ჩვენთვის არამთავარი პარტნიორი იყოს. ჩვენს კომპანიაში, რუსეთს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 10%-12% უჭირავს. ჩვენი პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია პოლონეთში და შემდეგ მოდის დანარჩენი ქვეყნები. რაც შეეხება ფასებს, კრიზისიდან გამომდინარე ფასები არ შეგვიცვლია, დავტოვეთ ის ძველი ფასები, რაც გვქონდა. მომავალში თუ შევძლებთ კომპენსირებას ისევ ჩვენი დანახარჯებით კარგია, სხვა შემთხვევაში ფასების ზრდა მოგვიწევს", - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.

ინფორმაციისთვის, „თელავის ღვინის მარანმა“ 2021 წელს ექსპორტზე 5 მლნ ბოთლი ღვინო გაიტანა. კომპანია ღვინოს 32 ქვეყანაში ყიდის, საიდანაც ძირითადი წილი პოლონეთზე, უკრაინაზე, ჩინეთზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და რუსეთზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები