მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეკუას სკოლისთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება|პროექტირების ბიუჯეტი 1,5 მლნ ლარია

ვეკუას სკოლა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის №42 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 550 000 ლარია.

ფონდის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დემონტირებული შენობის ნაცვლად, იმავე ადგილზე უნდა აშენდეს ახალი, 800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, შენარჩუნდეს არსებული გეგმარებითი პარამეტრები, თუმცა არქიტექტურული გადაწყვეტები სრულად უნდა განახლდეს თანამედროვე საგანმანათლებლო, ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

"საპროექტო მასალა მოიცავს არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტებს, წინასაპროექტო კვლევებს, გარემოსდაცვით და სოციალურ დოკუმენტაციას.

პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ენერგოეფექტურობას, სეისმომედეგობას და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას.

პროექტის განხილვაში ჩაერთვება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო პირობებს და მოსწავლეებს შეუქმნის თანამედროვე, უსაფრთხო და ხარისხიან საგანმანათლებლო გარემოს", - იტყობინება მუნიციპალური განვითარების ფონდი.

პროექტირებაზე წინადადებების მიღება 31 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება.

კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ ვეკუას სკოლის ახალი შენობის პროექტი 6 თვის ვადაში უნდა მოამზადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები