"ქართული ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში წლების წინ დაწყებული სოფელ ველისციხის რეაბილიტაცია ფაქტობრივად არ მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც უწყებაში გადაწყვეტილებას მიიღებენ.
პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვა იყო: თუ გაქვთ ინფორმაცია, რატომ იწელება დროში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულება, რომელსაც შპს „ჯავა“ აწარმოებს, რაზედაც მინისტრმა უპასუხა: „ის საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა: „ცნობილი ფაქტია, რომ ველისციხის რეაბილიტაცია ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობსო კითხვაში იყო, მე კიდევ უფრო დავამძიმებდი - ფაქტობრივად არ მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში ჩვენ ამ კონკრეტულ ლოკაციასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რის შესახებაც გაცნობებთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სამწუხაროდ, ვადაში ძალიან გაიწელა. ეს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან დიდი დისკომფორტია“.
სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის ფარგლებში, ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, თეატრის მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქცია და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობაზე ტენდერი ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში გამოცხადდა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის 30 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოები კი 2022 წელს დაიწყო. ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების კომპანიები "ინსი" და "ჯავა" ახორციელებენ.
"პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ, ველისციხის მოსახლეობისთვის ახალ ეკონომიკური შესაძლებლობებს გააჩენს", - აცხადებნდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.




























