მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ველოდებით, რომ რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად დაიკლებს“- გაჩეჩილაძე

BOG

„გვაქვს მოლოდინი, რომ რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად დაიკლებს“ - ეს განცხადება მედიასთან „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ გააკეთა.

გაჩეჩილაძემ ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელი, სავარაუდოდ, 7%-იანი ზრდით დასრულდება, 2024 წელს კი მაჩვენებელი 4%-დან 5%-მდე იქნება.

„გვაქვს მოლოდინი, რომ რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად დაიკლებს. მსოფლიოში გამოჩნდა ნიშნები იმისა, რომ სხვადასხვა ეკონომიკა შენელდა. დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება და კარგი ზრდა გვაქვს, თუმცა იმისთვის, რომ საგარეო შოკებისგან დაცვა მოხდეს, მნიშვნელოვანია საკრედიტო აქტივობა გაიზარდოს.

იმის გათვალისწინებით, რომ რეფინანსირების განაკვეთის შერბილებას მოველით, ყველას, ვისაც აქვს ცვალებადი სესხები, ან მომავალში აიღებს ლარში სესხებს, ეს დადებითაც იმოქმედებს მათზე და შეუმცირდებათ გადასახადი.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, წლევანდელ მოლოდინებთან შედარებით აშკარად უფრო დიდი აღმოჩნდა. მიგვაჩნია, რომ 7%-მდე იქნება წლიური ზრდა, პირველი სამი კვარტალის 6,8% იყო და იგივე ზრდის მოლოდინი გვაქვს. 2024-ს რაც შეეხება ზუსტი პროგნოზი ჯერ არ გაგვიკეთებია, თუმცა მიგვაჩნია რომ 4%-დან 5%-მდე იქნება“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, რეფინანსირების განაკვეთი 10-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები