მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენახები რომ ბადეებით აღვჭურვოთ, ერთი ვენახის ფასი დაგვიჯდება - მეღვინე

ბადე

„ვენახები რომ ბადეებით აღვჭურვოთ, ერთი ვენახის ფასი დაგვიჯდება“ - ამის შესახებ მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა შალვა ქურდაძემ bm.ge-სთან განაცხადა.

მისი თქმით, მევენახეები სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებისთვის საჭირო ხარჯის გაღებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ურჩევნიათ სტიქიის შემთხვევაში რისკი გასწიონ და კონკრეტული ჯიში წარმოებიდან სრულად ამოიღონ.

„ჩემი ვენახები 10 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ვენახების ბადეებით დაცვა ერთი ვენახის ფასი დამიჯდება, ამიტომ ვამჯობინებ რისკი გავწიო და სეტყვის შემთხვევაში ყურძენი თუ გამიფუჭდება კონკრეტული ჯიში წარმოებიდან საერთოდ ამოვიღო“ - განმარტავს „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი.

მეღვინე რთველის სუბსიდირების პროგრამაზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, აღნიშნული პროგრამა მევენახეობის განვითარებისკენ, რომ იყოს მიმართული - თანხები სეტყვისგან დამცავი საშუალებების მოწყობას მოხმარდებოდა.

„სუბსიდიის ეს უსარგებლო პროგრამა მევენახეობის განვითარებისკენ რომ იყოს მიმართული - არც ზარალი იქნებოდა ამდენი. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სად ეწერება ეს სუბსიდირება. გაუგებარია ყოველ წელს სუბსიდირება.

საინტერესოა, რაში უნდა გამოიყენონ კომპანიებმა ყოველ წელს შელახული ყურძენი. ამბობენ, ასეთი ყურძნისგან  სპირტი გამოიხდებაო, მაგრამ უვარგისი ყურძნისგან უვარგისი სპირტი მიიღება.

გადაწყვეტა ამ საკითხის ხელის გულზე დევს, შეიძლებოდა ამ სუბსიდირების თანხებით სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობა“ - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები