მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება

62bd5f6a3ab30
BM.GE
30.06.22 12:29
1976
“ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ ჯოხიანი კამფეტების გამოჩენა საერთაშორისო მეგაშოუ „შარქ თენქში“ მონაწილე გიორგი შეშაბერიძის მხარდაჭერას მოყვა, რომელიც შოუს ერთ-ერთმა „შარქმა“ და „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ 14 წლის დამწყებ ბიზნესმენს გაუწია.

„დორა“ ჯოხიანი კამფეტების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც გიორგი შეშაბერიძემ 9 წლის ასაკში, 2017 წელს დააფუძნა. „დორა“ ამჟამად, რამოდენიმე ათეულ მაღაზიას ამარაგებს და 4 სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობს.

მაისის თვიდან კი „დორა“-ს პროდუქცია „დანკინისა“ და „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებშიც იყიდება თითქმის უკვე ყველა ობიექტზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ „დორა“-ს დებიუტი „დანკინისა“ და „ვენდის“ რესტორნებში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რაზეც მზარდი გაყიდვები მეტყველებს.

„ეს საქმე ნული გამოცდილებით დავიწყე, „შარქ თენქში“ მონაწილეობა იმიტომაც გადავწყვიტე, რომ შემეძინა ახალი გამოცდილება და მემუშავა ისეთ პროფესიონალებთან ერთად, როგორებიც „შარქები“ არიან. ჩემი მოლოდინი იყო, რომ ერთ-ერთი მაინც გამოყვებოდა ჩემს ბიზნეს შეთავაზებას, მაგრამ მომხდარმა მოლოდინს გადააჭარბა – ხუთივე შარქი გამომყვა და 150,000-ლარიანი ინვესტიცია მოვიზიდე. „ვენდისა“ და „დანკინში“ „დორას“ გამოჩენა კი კომპანიისთვის ახალი უნიკალური შესაძლებლობაა და მეამაყება, რომ ლეგენდარულ ამერიკული ბრენდების რესტორნებში ქართული ჯოხიანი კამფეტები უკვე წარმატებით იყიდება. ეს ჩემი ბიზნესის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას ნიშნავს და ძალიან მადლობელი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ჩემი იდეის კონკურენტული უპირატესობა არის ის, რომ ნებისმიერი სირთულის კამფეტს ვაწარმოებთ, მაგალითად: ფოტო კამფეტი, გამომშრალი ხილით ღვინის კამფეტი, კამფეტი ჟელიბონით და ა.შ.

„დანკინისა“ და „ვენდის“ კორპორაციული ფერებიც კი გავითვალისწინეთ“,- აცხადებს „დორას“ დამფუძნებელი გიორგი შეშაბერიძე.

საერთაშორისო მეგაშოუ „შარქ თენქის“ გამოჩენით, 2021 წელს, ქართულ ბიზნეს-ეკოსისტემაში ახალი ერა დაიწყო. სატელევიზიო გადაცემა, ერთის მხრივ, პერსპექტიული ბიზნესიდეების აღმოჩენასა და განვითარებას ემსახურება, მეორეს მხრივ კი, მაყურებელს საკუთარი შესაძლებლობების გადააზრებაში ეხმარება და საკუთარი საოცნებო საქმის დაწყებისკენ უბიძგებს.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები