"ვენეციის ლაგუნის შესანარჩუნებლად და დასაცავად 65 მილიონი ევრო გამოიყოფა. აქედან, 46 მილიონი ევრო დაიხარჯება თავად ქალაქის აღდგენაზე”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ სტიქია იტალიის ტურისტულ ქალაქს 13 ნოემბერს დაატყდა თავს. წყლის დონე გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში რეკორდულ - 187 სანტიმეტრამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1966 წლის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ. წყალმა ვენეციის თითქმის 80% დატბორა.
სტიქიის შედეგად დაზარალდა ვენეციის ტურიზმიც. იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ქალაქში წყალდიდობის გამო, დაჯავშნილი სასტუმროების უმეტესობა გაუქმებულია. როგორც ადგილობირივი მედია იუწყება, უცხოელი დამსვენებლების 35%-ზე მეტმა ქალაქში ჩასვლა ამ ეტაპისთვის გადაიფიქრა.
ამასთან, ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქში რამდენიმედღიანი ძლიერი სტიქიის შედეგად დატბორილია უამრავი ისტორიული შენობა-ნაგებობა. მათ შორის მსოფლიოში ცნობილი წმინდა მარკოზის ბაზილიკა. წყალმა შეაღწია ’’ლა ფენიჩეს’’ თეატრშიც. ასევე, სტიქიამ რამდენიმე წყლის ავტობუსი დააზიანა. წყალმა დატბორა საოჯახო სასტუმროების უმეტესობა და რესტორნებიც.