ვენეციის კომისიაში გავგზავნეთ წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ ვენეციის კომისიას აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს დასკვნის გამოგზავნა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილებით, აგენტების შესახებ ორივე კანონპროექტს გაიწვევენ.
შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიას წერილს სწერს