მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენესუელა ნავთობის და ოქროს გაყიდვას კრიპტოვალუტაში აპირებს

5e1357e4dcbce
BM.GE
06.01.20 23:00
1346
2020 წელს ვენესუელა გეგმავს ნავთობი, ოქრო და სხვა პროდუქტები ეროვნულ კრიპტოვალუტაში (El Petro) გაყიდოს. გადაწყვეტილების შესახებ გამოცემა El Nacional-თან ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ისაუბრა.

"ვენესუელურ ნავთობს El Petro-ში გავყიდით. ჩვენ უკვე ვყიდით ვენესუელურ რკინას და ფოლადს ამ ვალუტაში. ჩვენ ასევე უკვე გვაქვს ხელმოწერილი კონტრაქტი ნავთობის, ფოლადის, რკინის და ალუმინის კრიპტოვალუტით გაყიდვის შესახებ და ასევე ვგეგმავთ, El Petro-ში გავყიდოთ ოქროს ნაწილიც", - განაცხადა მადურომ.

კრიპტოვალუტა El Petro-ს გამოშვება ვენესუელამ 2018 წლის 20 თებერვალს დაიწყო, რომელიც გამაგრებული იყო 5 მლრდ ბარელი ნავთობით. მოგვიანებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაცია ვენესუელურ კრიპტოვალუტაში აუკრძალა. ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა ჯერ კიდევ 2017 წელს აამოქმედა.