პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხედროებს ვენესუელაში დარტყმების განხორციელების ნებართვა ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მისცა, - ამის შესახებ CBS News-თან ანონიმურობის პირობით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ორმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა განაცხადა.
თეთრ სახლს საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
CNN-ის ცნობით, ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში პირველი დარტყმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:50 საათზე განხორციელდა. გავრცელებული ცნობებით, იყო სულ მცირე 7 აფეთქება.
























