მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვენესუელას ნავთობის ექსპორტი პოლიტიკური კრიზისის გამო პარალიზებულია - Reuters

ნავთობი

ვენესუელას ნავთობის ექსპორტი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სანქცირებული ტანკერების ბლოკადით მინიმუმამდე შეამცირა, ახლა მთლიანად პარალიზებულია, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

ნავთობის ექსპორტის სრულად მას შემდეგ შეჩერდა, რაც აშშ-მა, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დედაქალაქ კარაკასიდან გაიყვანა და განაცხადა, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში პოლიტიკურ გარდამავალ პერიოდს გააკონტროლებს.

წყაროს ცნობით, პორტის კაპიტნებმა გემების გასაყვანად საჭირო ავტორიზაცია არ მიიღეს.

შაბათს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ვენესუელის მიმართ დაწესებული „ნავთობის ემბარგო“ სრული დატვირთვით ამოქმედდა.

ნავთობის ექსპორტის სრულმა შეჩერებამ, რაც შეეხო სახელმწიფო კომპანია PDVSA-ს მთავარ პარტნიორს, ამერიკულ Chevron-საც, შესაძლოა ქვეყანა ნავთობის მოპოვების იძულებით შემცირებამდე მიიყვანოს.

არსებული ინფორმაციით, ვენესუელაში საცავები და ის გემებიც კი, რომლებიც ნავთობის შესანახად გამოიყენება, ბოლო კვირებში სწრაფად შეივსო. ექსპორტის გარეშე ქვეყანას ნედლეულის დასაწყობების რესურსი აღარ დარჩება, რაც საბადოებზე მუშაობის შეჩერებას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები