მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციის კომისიის დასკვნა არანაირ სივრცეს არ ტოვებს ეჭვებისთვის - ეს კანონი ღამის კოშმარია - ექსპერტი

ევროპული კვლევების ცენტრი

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნა არანაირ სივრცეს არ ტოვებს ეჭვებისთვის, რომ "რუსული კანონი" ღამის კოშმარია. ექსპერტი მიიჩნევს მმართველ პარტიის სამართლის მცოდნე, ანალიტიკური უნარების და ინგლისურის მცოდნე ადამიანებს ადრე თუ გვიან მოუწევთ იმის აღიარება, რომ ამ კანონის მიღებით დანაშაულს ჩადიოდნენ.

„იმდენად მაგარი ანგარიშია ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი, რომ სიტყვები არ მყოფნის. ყველაფერი, რასაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები ამბობდნენ და წერდნენ ამ ერთი წლის განმავლობაში აქ საოცრად პროფესიულად და ამომწურავადაა წარმოდგენილი. არანაირ სივრცეს არ ტოვებს ეჭვებისთვის - ეს კანონი ღამის კოშმარია. წარმომიდგენია როგორ შოკში არიან ოცნების ის დეპუტატები და გუნდის სხვა წევრები, ვინც არა მარტო სამართალში ერკვევიან ან ანალიტიკური უნარები გააჩნიათ, არამედ ისინიც, ვისაც უბრალოდ ინგლისურად კითხვა ეხერხებათ. მათ ესმით, რომ ამ დასკვნას ვეღარ გააფარჩაკებენ და მოუწევთ ადრე თუ გვიან აღიარება, რომ დანაშაულს ჩადიოდნენ ამ კანონის მიღების მცდელობით“, - წერს კახა გოგოლაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

მკაცრად მოვუწოდებთ ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ - ვენეციის კომისია "რუსულ კანონზე"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები