„საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია პრემიერის მრჩეველს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საიდან აქვს.
საუბარია ვაზილ ჰუდაკის Forbes Talks-თვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც ამბობს, რომ მისი პირადი შეფასებით, საქართველოში მსხვილი ჰესების მშენებლობის პერიოდი დასრულებულია.
“მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ბატონი ჰუდაკის მიმართ, ვერ ვხვდები ეს განცდა საიდან შეიძლება წამოვიდეს. არაერთხელ გვისაუბრია ჩვენი ქვეყნის ჰიდროპოტენციალზე. ქვეყნაში არსებული პოტენციალი თუ არ გამოვიყენეთ, არ განვავითარეთ… სტატისტიკაში ჩანს როგორ იზრდება იმპორტი, იმპორტზე დამოკიდებულება და მათ შორის რუსეთის იმპორტზე დამოკიდებულება, მაშინ ხელი უნდა ჩავიქნიოთ ამ ქვეყანაზე. თუ რაღაც ძალიან საეჭვო ინტერესთა ჯგუფების [ქმედებაზე] უნდა იაროს ქვეყანამ და მისი პოლიტიკა თუ ენერგო პოლიტიკა აქეთ მხარეს უნდა განვითარდეს. მაშინ შეგვიძლია ეს ქვეყანა ჩავაბაროთ ჩვენს მეზობელ რუსეთს. მე ვერ ვხვდები სხვა რა გამოსავალი აქვს ამ ქვეყანას,”-აცხადებს აბრამიშვილი.
ჰუდაკმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ მომავალს უფრო მცირე ზომის ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობასა და ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში ხედავს. აქ იგულისხმება ქარისა და მზის ენერგია.
ინტერვიუში პრემიერის მრჩეველმა ასევე ისაუბრა ენერგიის შენახვის სისტემის განვითარებაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ ენერგიის შენახვისთვის, ბატარეების ინდუსტრიაც განავითაროს და შესაბამისი შემნახველი სისტემები შექმნას.
“გასაგებია, რომ უნდა ავითვისოთ ყველა განახლებადი ენერგიის რესურსი, იქნება ეს ქარი თუ მზე, თუმცა არაერთხელ გვისაუბრია რა პრობლემები აქვს ქარის თუ მზის ათვისებას. ერთის მხრივ ის ცვალებადი ენერგიაა და მას აუცილებლად სჭირდება სისტემაში რეზერვუარიანი სადგურები. ბატონი ჰუდაკი ალტერნატივად განიხილავდა ბატარეების ჰაბად ქცევას, ეს ისეთი ძვირადღირებული ტექნოლოგიაა რომ ილონ მასკი საუბრობდა ამ ტექნოლოგიისგაუმჯობესებაზე, მაგრამ ჯერ მანაც კი ვერ შექმნა. კაცი მარსზე მიფრინავს დღე-დღეზე და მანაც კი ვერ გააკეთა აშშ-ში ამის მასიური წარმოება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტექნოლოგია რატომ უნდა ავიღოთ საიდიან გვაქვს ჩვენ ამის შესაძლებლობა?! მეორე მხრივ მისი წარმოება და უტილიზაცია გარემოსთვის ბერად უფრო მავნეა, ვიდრე რომელიმე ელექტროსადგური კი არა თბოსადგურიც კი. ამასთან, რა ენერგია უნდა შევინახოთ?! ვხედავთ როგორ იზრდება მოხმარება და ჩვენი ენერგოდამოკიდებულება. ჩვენი საკუთარი გენერაცია 8-9 მილიარდია, რომელსაც მართლა საკუთარი ჰქვია და არა თბოსადგურები, რომლებიც მეზობლებისგან იმპორტირებულ წიაღისეულზეა დამოკიდებული. ეს 8-9 მილიარდი კვტსთ მერყერობს და იმაზეა დამოკიდებული როგორი ჰიდროლოგიური წელი გვაქვს. განახლებული კვლევებს მიხედვით, რომელიც Galt & Taggart-მა კოვიდის შემდგომ განაახლა, ცოტა დაიწია იმ პროგნოზმა, რომელიც იყო დაახლოებით 25 მილიარდი 2030 წლისთვის. ის ჩამოვიდა 20 მილიარდის ფარგლებში. 9-დან 20 მილიარდამდე, ანუ 11 მილიარდი საიდანღაც უნდა შემოვიტანოთ. შემოვიტანოთ ეს ელექტროენერგია და დავასაწყობოთ ძვირადღირებულ ბატარეებში და მერე შესაბამისად მოვიხმაროთ?!”-აცხადებს აბრამიშვილი.




























