ვისაც ჰგონია, რომ ეს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დამცველია რაღაც ურა პატრიოტიზმის გამო, იმას დაუკვირდნენ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნიდან არამხოლოდ ახალგაზრდების, არამედ აქტიური მოსახლეობის გასვლას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“როგორც ყოველთვის, არჩევნების დაკვირვება რაც დრო გადის უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურია. რეალურად, გაყალბების მცდელობები არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან ხდება. დაიხვეწა გაყალბების ფორმები, არის უფრო მოსყიდვა. ნუ დავიჯერებთ ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ყოვლად შემძლეობას, რომ აი გააყალბებენ და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. არაფერსაც არ გააყალბებენ თუ იქნება საზოგადოების სრული მობილიზება. როდესაც საზოგადოებას ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ რომც არ მოგწონდეს დიდად არცერთი პარტია, იცოდეთ რომ 1 წლით არიან და მაინც მიეცით ხმა. ახალგაზრდები უნდა გამოვიდნენ და გამოვლენ ამ არჩევნებზე. ძალიან კარგად იციან, რომ მათთვის ეს ბოლო შანსია.
ბევრისგან მომისმენია, რომ "თუ არა ახლა, მაშინ მივდივარ ქვეყნიდან" - მათთვის მართლა ღიაა მსოფლიო და პერსპექტივები ყველგან არის, გარდა დღეს ამ ქვეყანაში. გასაგებია, არ მივესალმები ამას და ვწუხვარ, მაგრამ ეს რეალობაა. შეიძლება ესეც ხელისუფლების გათვლაა…
ვისაც ჰგონია, რომ ეს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დამცველია რაღაც ურა პატრიოტიზმის გამო, იმას დაუკვირდნენ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნიდან არამხოლოდ ახალგაზრდების გასვლას, არამედ აქტიური მოსახლეობის, რომელიც გაედინება” , - აღნიშნა პრეზიდენტმა.