მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერთიანდებით ევროპული მომავლისთვის" - INSEAD-ის ქართველი სტუდენტების/კურსდამთავრებულების განცხადება

insfead

INSEAD-ის {The Business School for the World] ქართველი სტუდენტები და კურსდამთავრებულები
ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს 17 მოქალაქე აწერს.

“ჩვენ, INSEAD-ის მოქმედი სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ვერთიანდებით საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად!

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური სტაბილურობისა და მოქალაქეების თავისუფლების გარანტიაა. ეს ქართველი ხალხის ნებაა და კონსტიტუციითაა გამყარებული.

ჩვენ ვგმობთ საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატული ნებისა და კონსტიტუციით დადგენილი ვალდებულებების უგულებელყოფას; ვგმობთ მშვიდობიანი მანიფესტაციების მონაწილეთა უფლებების დარღვევასა და ძალადობას.

მიგვაჩნია, რომ კრიზისიდან გამოსავალი ხელახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ნებისა და არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას მისცემს.

ჩვენ ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას და ვდგავართ ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც საქართველოს ევროპული კურსის დაცვასა და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს INSEAD-ის სტუდენტი/კურსდამთავრებული:

1. თამარ ქურიძე, MBA 21D
2. გიორგი ნაჭყებია, MBA 24D
3. თამარ ბახტაძე, MBA 23J
4. ნინო ხმალაძე, MBA 10D
5. ირაკლი ურუშაძე, MBA 17D
6. ლელა ჭინჭარაული, MBA 11J
7. გიორგი ახალკაცი, MBA 15J
8. ამირან შეროზია, MBA 07D
9. სალომე წერეთელი, MBA 24D
10.გიორგი ბაჩიაშვილი, MBA 10J
11.გიორგი მარრი, MBA 13J
12.ნუკა მშვიდობაძე, EMBA 26J
13.სალომე სხირტლაძე, SCO
14.დავით ჯაფარიძე, MBA 11D
15.თინათინ მურღულია, MBA 16D
16.არჩილ ფირიაშვილი, MBA 11D
17.ნოდარ ჩორგოლიანი MBA 21J

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები