მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეტო დაძლეულია - რას აპირებს ეროვნული ბანკი? - არჩილ მესტვირიშვილის პირველი კომენატრი

648b196159ec9
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.23 18:14
764
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მესტვირიშვილის თქმით, კანონის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო იმსჯელებს და პირველი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას. მესტვირიშვილის თქმით, თუკი პირველ ვიცე-პრეზიდენტად არჩეული იქნება ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტებიდან ერთ-ერთი მაშინ საბჭოს აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის თანაფარდობა უცვლელი დარჩება, ხოლო თუკი პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩევენ სებ-ის საბჭოს არააღმასრულებელ წევრს, მაშინ საბჭოში ბალანსი შეიცვლება.

არჩილ მესტვირიშვილმა ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან "ეროვნული ბანკის" კრიტიკაზეც გააკეთა კომენტარი. საუბარია რუსეთის მოქალაქეთა საბანკო დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის ზრდაზე, რასთან დაკავშირებითაც ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა საკუთარ ფეისბუქზე დაწერა, შემდეგ კი პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ამ საკითხზე არჩილ მესტვირიშვილი გააკტრიკა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობასთან არ იყო შეთანხმებული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება ფინანსური სტაბულურობის განმტკიცებისკენ არის ორიენტირებული.

“კანონი რაც ძალაში შევა, ჩვენ ამ საკითხზე ვისჯელებთ სებ-ის საბჭოს მორიგ სხდომაზე და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და თავისი შეხედულებები. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არ შემიძლია ამაზე გავაკეთო კომენტარი.

კანონი უშვებს, რომ გარდა არსებული ვიცე-პრეზიდენტებისა უნდა იყოს პირველი ვიცე-პრეზიდენტიც. თუკი ვიცე-პრეზიდენტი გახდება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მაშინ აღმასრულებელი პირების რაოდენობა საბჭოში არ შეიცვლება, თუმცა თუკი არააღმასრულებელი წევრი გახდება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მაშინ აღმასრულებელი პირების რაოდენობა შეიცვლება. საბჭოს სხდომაზე ჩვენ შევიკრიბებით და ამაზე ვიმსჯელებთ.

რისკებს რაც შეეხება, ეროვნული ბანკის მმართველობის ცვლილება არის საკმაოდ სენსიტიური თემა. ამას სჭირდება შესაბამისი ანალიზი და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება.

პროგრამის ფარგლებში ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ კონსულტაცია გაიმართება სავალუტო ფონდთან. როდესაც იყო კომუნიკაცია, სავალუტო ფონდსაც ჰქონდა უარყოფითი დასკვნა და საუბრობდა რისკებზე, რომლებსაც ჩვენც ვიზიარებთ და გავეცნობოდით ვერსიას და დამატებითი დასკვნა არ გაგვიკეთებია,

რაც შეეხება დამოუკიდებლობას, ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეკონომიკის დასაყრდენი არის დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი და რა შენიშვნებიც იყო დამოუკიდებლობაზე, პირიქით ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ეს მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის გრძელვადიან პერიოდში.

შესაძლებელია, რომ მთავრობის და ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებები არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, რადგანაც განსხვავებული ჰორიზონტი გვაქვს. აქედან გამომდინარეა, რომ ცენტრალურ ბანკებს აქვთ მინიჭებული დამოუკიდებლობა, რომ საშუალო და გრძელვადიანი ხედვით მიიღონ გადაწყვეტილებები. მათ შორის ერთი თემაა ფინანსური სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე ნაბიჯებზე საუბარი. რაც უფრო სტაბილური იქნება ფინანსური სისტემა, მით უფრო მეტად დააკრედიტებს ეკონომიკას და მით უფრო კარგი იქნება ეკონომიკისთვის. ასე რომ ეს გადაწყვეტილება (რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის ზრდაზე) არასწორად იყო აღქმული და ამიტომ იყო კრიტიკა. თუმცა, პირიქით, რაც მივიღეთ ის ნორმა ემსახურება ფინანსურ სტაბილურობას და ხელს უწყობს გრძელვადიან ზრდას. ეს საუბარია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მივიღეთ ლიკვიდობის მოთხოვნებთან დაკავშირებით. ზოგადად ბანკები მოკლევადიანი აქტივებით არ უნდა აფინანსებდნენ სესხების გაცემას და ამას არ აკეთებენ კარგად მართული ბანკები, თუმცა ჩვენგან შესაბამისი ნაბიჯი იყო მიღებული. ეს იყო ნახსენები ერთ-ერთი ექსპერტის მიერ. ალბათ ეს იყო, თორემ ჩემთან კომუნიკაცია ამ თემებზე არავის არ ჰქონია. მე მთავრობის პოზიცია ამ თემაზე არ ვიცი.

ზოგადად არარეზიდენტების დეპოზიტები არის მერყევი და თუ ის შემცირდება, ამან პრობლემა არ უნდა შექმნას, სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩვენი გადაწყვეტილება.

ჯერჯერობით გადაწყვეტილება კანდიდატების წარდგენის თაობაზე საბჭოში არ არის მიღებული, მაგრამ თუ მივიღებთ ამაზე განცხადებას გავაკეთებთ. მე პირადად არ ვაპირებ, რადგანაც დეკემბრის დასაწყისში იწურება ჩემი ვადა.

სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას სარეიტინგო სააგენტოები ასევე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ამ ცვლილებით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.