მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეტოს დავძლევთ, რადგან ოფშორების კანონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისათვის - დეპუტატი

ოცნება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

უმრავლესობის დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა კანონის მიღებით დიდ მოგებას ნახავს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები 2030 წლამდე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულები იქნებიან.

"აქ [კანონპროექტში] საუბარია ქონების გადასახადის გადავადებაზე. ჩვენი ოპონენტები გაიძახიან, ქონება, ქონება, ქონება. ეს ქონება აქამდე საქართველოში არ ყოფილა და შემოდის, თუ მას შეღავათს მივცემთ და ჩაერთვება ეკონომიკაში, თუ მას შეღავათს მივცემთ რას დაკარგავს ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მოგებას ვნახავთ. ეს შენიშვნა პრეზიდენტისა, ეს ვეტო დაძლეული იქნება, იმიტომ რომ ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისათვის", - თქვა წაქაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები