აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერი მიიჩნევს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოზე ძალიან მტკიცე პოლიტიკას უტოვებს.
მან „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა უკვე მიღებულ ზომებზე, რაც დახმარების გაყინვას და სანქციებს მოიცავს.
„ვფიქრობ, ახალ ადმინისტრაციას ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ. ჩვენ გავყინეთ ყველანაირი დახმარება - 95 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, დავასანქცირეთ საქართველოს მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც პროტესტის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ეხებოდა. ჩვენ დავასანქცირეთ ამ რეპრესიების წამყვანი არქიტექტორები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია საქართველოს არა მხოლოდ შიდა ორიენტაციის, არამედ მისი საგარეო პოლიტიკის შესახებაც, რომელიც უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. ასე რომ, ჩვენ ახალ გუნდს, ეს სიტუაცია, ამ ადმინისტრაციისგან ძალიან მრავალფეროვანი ქმედებების ნაკრებით გადავეცით, საბოლოოდ კი, ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - განაცხადა კარპენტერმა.



























