მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, Starring Georgia-ს მსგავს პროექტებს მთავრობა არ უნდა აფინანსებდეს - ნამჩავაძე

6457611ab4819
მარიამ ვარადაშვილი
07.05.23 12:10
787
ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ მთავრობა Starring Georgia-ს მსგავს პროექტებს არ უნდა აფინანსებდეს.

საუბარია Black Sea Arena-ს ახალი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ექვს კონცერტზე, რომლებშიც მონაწილეობას ნაილ როჯერსი, Imagine Dragons და სხვები მიიღებენ. მათ საქართველოში ჩამოყვანაზე პრემიერის რამდენიმე თვის წინანდელი განცხადებით, ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. როგორც ნამჩავაძემ “ანალიტიკაში” თქვა, მსგავს ღონისძიებების მომგებიანობა არავის დაუთვლია და სრულიად დაუსაბუთებელია მათზე ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვა.

“ვფიქრობ, გასართობ პროექტებს მთავრობა არ უნდა აფინანსებდეს, მით უფრო საქართველოში, რომელიც ღარიბი ქვეყანაა. შესაძლოა ზოგ ხარჯს გარკვეული გამართლება მოვუძებნოთ მაგალითად, ღარიბ ადამიანს დავეხმაროთ იმაში, რომ საყვარელი მომღერლის კონცერტზე მივიდეს, თუმცა ეს პროექტები ამას არ ემსახურება. ქვეყანაში, სადაც უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა გვაქვს იმის ფუფუნება არ არის, რომ კონცერტებზე ვხარჯავდეთ ფულს. ის არგუმენტი რომ ეს პროექტები ეკონომიკურად მომგებიანია, რეალურად ეს არავის დაუთვლია. ზეპირად ნათქვამია თითქოს დავხარჯავთ 70 მლნ ლარს და ვიშოვით 100 მლნ-ს. თუ ეს მომგებიანია მაშინ 200 მლნ ლარი დავხარჯოთ და 500 მლნ ლარი ვიშოვოთ. როგორც ვთქვი ეს ზეპირი მსჯელობაა და არავის შეუსწავლია ამ პროექტების მომგებიანობა. ხომ არ ჯობდა ამ ფასად საქართველოზე კლიპები გავეშვა ან სხვა მარკეტინგულ ღონისძიებაზე დაგვეხარჯა იქნებ მეტი ტურისტი ჩამოსულიყო. ამ თანხით ტურისტული ინდუსტრიისთვის საგადასახადო შეღავათების მიცემაც შეგვეძლო. ასევე შეიძლებოდა კერძო ფესტივალებისთვის მიგვეცა ფული, რომელთაც ბოლო წლებში შემსრულებლები შესაძლოა ასეთი ცნობილი არა, თუმცა ჩამოჰყავთ საქართველოში. ანუ უამრავი ალტერნატივის განხილვა შეიძლებოდა",-ამბობს ნამჩავაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები