მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, 2025 წელს მყისიერი გადახდის სისტემა ამოქმედდება - თურნავა

ნათია თურნავა სებ-ის ტრიბუნასთან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა BMGTV-ის ეთერში, "ბიზნესის კვირეულში" განაცხადა, რომ სავარაუდოდ, 2025 წლიდან ქვეყანაში მყისიერი გადახდის სისტემა ამოქმედდება. გადახდის ამ სისტემით ბანკთაშორისი გადახდა მყისიერად 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს იქნება შესაძლებელი. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვა დააჩქარებს გადახდის პროცესს და თანხის ხელმისაწვდომობას გადარიცხვის მიმღებისთვის, შეამცირებს ხარჯებს და გააუმჯობესებს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხს. გადახდის ამ სისტემაში ჩართული იქნებიან კომერციული ბანკები და სხვა (არასაბანკო) საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ხოლო წესებს ეროვნული ბანკი შეიმუშავებს. 

“მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია სწრაფი და იაფი გადარიცხვები, რადგან ეს საკითხი ბევრს აწუხებს. პირველი, რაც ამ კუთხით სიახლე ინერგება და ვფიქრობთ, რომ 2025 წლისთვის უკვე ამოქმედდება, მყისიერი გადახდის სისტემაა. ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი, რომელიც ტექნიკურ-ტექნოლოგიურ მხარესაც ითვალისწინებს.

ახლა საერთაშორისო ტენდერი გვაქვს გამოცხადებული, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია შემოდის, რომელიც ამ სისტემას აგვიწყობს. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს თუ ქვეყნის შიგნით იურიდიული და ფიზიკური პირების გადარიცხვებს სჭირდება ერთი სამუშაო დღე, ამ სისტემის დანერგვის შემდეგ, გადარიცხვები მომენტალურად მოხდება. როგორც ბარათით გადახდებს სჭირდება წამები ასევე იქნება გადარიცხვების შემთხვევაში. რადგან მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხდება ეს, ისე ვიზამთ, რომ ფასის თვალსაზრისით გაცილებით ხელმისაწვდომი იყოს.

რაც შეეხება ციფრულ ლარს, ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან ამ კუთხით ერთ-ერთი პიონერები ვართ რეგიონის მასშტაბით. ახლა ახალ ეტაპზე გადავედით, როცა შერჩეულია რამდენიმე საპილოტე, ტესტირების რეჟიმი და ამ ეტაპზე 9 საერთაშორისო, რეპუტაციული კომპანია ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, რომ ტესტირების რეჟიმის გაძღოლაში დაგვეხმაროს. ამის შემდეგ უფრო ჩამოყალიბებული პოზიცია გვექნება თუ როდის შეგვეძლება მისი შემოღება", - ამბობს თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები