მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა 10%-იან ნიშნულს მიუახლოვდება - გიორგი კაკაურიძე

კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ოქტომბერში მაღალი, 10%-მდე ეკონომიკური ზრდა იქნება. კაკაურიძემ ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილებები და 9 თვის შესრულების ანგარიში წარმოადგინა

"9 თვეში ეკონომიკური ზრდა გვაქვს 10%, ინფლაციის მაჩვენებელი არის დაბალი. ოქტომბრის ბრუნვები, რაც უკვე დავინახეთ, ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგი იქნება, მიუახლოვდება 10%-იან ნიშნულს, რომელიც გვაქვს 9 თვეში",- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კაკაურიძემ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი და „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ წარადგინა, რომელსაც კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ "ქართული ოცნებისგან" დაკომპლექტებული პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე კითხვები არ დასმულა. კომიტეტმა 5 წუთზე ნაკლებ დროში მოისმინა ანგარიში, კენჭი უყარა და მოიწონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები