მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლაზე - E-space-ის გეგმები

63f0c15ef059c
ნანუკა ნარიმანიძე
18.02.23 17:09
905
"e-space-ის მთავარი მიმართულებაა ელექტრომობილების პროგრამული მომსახურება, ვფიქრობთ ქვეყნის გარეთ გასვლას, რეგიონში მიმდინარეობს რამდენიმე კოპმანიასთან მოლაპარაკება“, - ამის შესახებ E-space-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით იოსავამ გადაცემა „Bmg Drive”-ში სტუმრობისას განაცხადა.

„აზერბაიჯანიდან გვაქვს შეკვეთები კომპანიებისგნ, ბოლო შეკვეთა მივიღეთ ერთ-ერთი საელჩოსგან, რომელმაც 6 დამტენი იყიდა ჩვენგან. რეგიონში ყველაზე დიდი ქსელი ჩვენ გვაქვს, ამიტომ გვაქვს იმის გამოცდილებაც და რესურსიც, შემოვიერთოთ სხვადასხვა კომპანიები და დამტენები ჩვენს ქსელში“, - დასძინა მან.

დავით იოსავას თქმით, დამტენების მონტაჟის ნაწილში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს კომპანიას, ამასთან, “e-space“ არის ABB-ს ოფიციალური წარმომადგენელი, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულსა და მნიშვნელოვანს ხდის მას კავკასიის რეგიონში.

„2022 წელს ფიზიკურმა პირმა თვითონ შეიძინა დამტენი და ჩაერთო ჩვენს ქსელში შემოსავლის მისაღებად, იგივე გვინდა გაკეთდეს ქვეყნის გარეთაც“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, “E-space”-მა აპლიკაციის ბიზნეს მოდული შექმნა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი დასამუხტი სადგურების ქსელი შექმნან და თანხა გამოიმუშაონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები