იაპონური Rakuten-ი, რომელიც, ყველაზე მეტად, საკომუნიკაციო პლატფორმა Viber-ითაა ცნობილი, ხელოვნური ინტელექტის ენობრივ მოდელზე მუშაობს. კომპანიის გენერალური დირექტორის, ჰიროში მიკიტანის განცხადებით, საკუთარი AI-მოდელის შექმნა იაპონურმა კომპანიამ იმ დიდძალი და მრავალფეროვანი მონაცემების გამო გადაწყვიტა, რომელსაც კომპანია ფლობს.
Rakuten-ი, მოგეხსენებათ, წარმოდგენილია, როგორც საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში, ასევე ელექტრონული კომერციისა და სატელეკომუნიკაციო ბიზნესში, რაც კომპანიას მომხმარებლის ქცევის დეტალურად შესწავლის საშუალებას აძლევს. “არავის აქვს ისეთი მონაცემები, როგორიც ჩვენ”, - განაცხადა ჰიროში მიკიტანიმ CNBC-სთან საუბრისას.
პირველ ეტაპზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას Rakuten-ი კომპანიის შიდა პროცესების ეფექტიანობის გასაზრდელად გეგმავს, მაგრამ მოგვიანებით, ამ სერვისის გამოყენებას Rakuten-ის კლიენტი კომპანიებიც შეძლებენ, როგორც ეს Amazon-ისა და Microsoft-ის შემთხვევაში ხდება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.