მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VICE MEDIA ოფიციალურად გაკოტრდა

6462192ea5ae0
გიორგი თოლორდავა
15.05.23 16:55
1839
ამერიკული Vice Media ოფიციალურად გაკოტრდა. მედიაჰოლდინგი დამოუკიდებლად ოპერირებას წყვეტს და მის აქტივებს კრედიტორთა კონსორციუმი გადაიბარებს, რომელთა შორისაა: Fortress Investment Fund, Soros Fund და Monroe Capital.

მედიაჰოლდინგი 1994 წელს მონრეალში დაფუძნდა და რამდენიმე წელიწადში ის საერთაშორისო გამოცემად იქცა. კომპანია მოიცავს: Vice TV, Vice News, Vice.com-სა და Vice Studios.

ახალგაზრდებსა და სოციალურ საკითხებზე ფოკუსირებულ მედიას გაკოტრების გამოცხადება რთული ფინანსური მდგომარეობის გამო მოუწია. წლების განმავლობაში Vice Media ზარალზე მუშაობდა და საოპერაციო ხარჯებს ახალი ვალდებულებებით ფარავდა, თუმცა 2023 წელს სავალო პორტფელმა კრიტიკულ მილიარდ დოლარს მიაღწია, რის ფონზეც Vice-ს გაკოტრების გამოცხადება მოუწია.