საქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა გადადგომას არ აპირებს.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა და მედიას მიმართა.
„თქვენ, ბევრს რომ ყვირით, გააკეთეთ არჩევანი ურნასთან. თუ არ მოგწონთ და გძულთ ეს მთავრობა, გადაირჩიეთ; დღეს არავინ აპირებს გადადგომას“, - თეა წულუკიანი.