მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერის დაპირება ქართულ ბიზნესს

5e8724f00484d
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.20 19:50
817
საქართველოს ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, მთავრობის მიერ შეთავაზებული ორმილიარდიანი ანტიკრიზისული პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო მექანიზმის მხარდაჭერაა.

„კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, ვინაიდან თითოეული დარგი, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ასეთი ტიპის სესხების საგარანტიო მხარდაჭერას, ხასიათდება სხვადასხვა დინამიკით და მათ აქვთ სესხების სხვადასხვა მოცულობა. ამ ეტაპზე ჩვენი გზავნილი ბიზნესისთვის არის ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან, ასევე კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც დასრულდება საგანგებო მდგომარეობა და ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყება, ბიზნესი კი შეძლებს უკვე ფიქრს ახალი სესხების აღებასა და ახალ პროექტებზე, მთავრობა დადგება მათ გვერდით და უზრუნველვყოფს გარანტიას თუ ბიზნეს-სუბიექტებს შეექმნებათ პრობლემები ახალი სესხების გადახდის ნაწილში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, კონრეტული პროგრამები, მექანიზმები და პირობები შემდგომი მსჯელობის საგანია და დამოკიდებული იქნება იმ აქტივობაზე, რომელსაც უშუალოდ ბიზნესი გამოიჩენს ამა თუ იმ სფეროში.

„დღეს, რა თქმა უნდა, თავს ვიკავებთ ნებისმიერი სპეკულაციისგან, ფუჭი დაპირებისა და არარეალური ციფრების გაჟღერებისგან, თუმცა თითოეული ჩვენი ნაბიჯი არის ძალიან კონკრეტული, მიზნობრივი და ყველა პროგრამა იქნება პასუხი იმ საჭიროებაზე, რომელიც ქართულ ბიზნესს ექნება მას შემდეგ, რაც გამოვალთ ამ კრიზისული ვითარებიდან,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები