მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიცე-პრემიერის თქმით, სამინისტროები მუშაობენ, თუ სად შეიძლება სოცდაუცველების დასაქმება

61c97d1b3d1f4
ინგა მურუსიძე
27.12.21 13:00
737
ვიცე-პრემიერის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების "ამუშავების" პროგრამის ძირითადი კონცეფცია უკვე არსებობს და 2022 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება საზოგადოებრივი დასაქმების საკითხებს, ამაზე მიდის მუშაობა; ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. გვაქვს კონცეფცია, მონახაზი, რომელზეც 2022 წლის დასაწყისში უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ყველა ის საუკეთესო პრაქტიკა, რაც ჰქონდა ევროპულ ქვეყნებს და უნდა მოხდეს ამ პრაქტიკის ადაპტაცია ჩვენ რეალობაზე. ჩვენ სრულად გავაანალიზეთ ის ინფორმაცია, რომელიც არსებობდა ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმების კუთხით. დასაქმების სააგენტოს გააჩნია ინფორმაცია შრომისუნარიანი მოსახლეობის შესახებ, რომელიც დღეს იღებს სოციალურ შემწეობას.

ორი ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი - მოხდეს შრომისუნარიანი ადამიანების მაქსიმალურად დასაქმება კერძო სექტორში, მაგრამ კერძო სექტორი თუ ვერ ახერხებს მოსახლეობის დიდი რადენობის დასაქმებას, ჩვენ მოვახდენთ საჯარო სამსახურებში სამუშაო ადგილების შექმნის დაორგანიზებას. ამ მიმართულებით სამინისტროები უკვე მუშაობენ, თუ რა საჭიროებები გვაქვს და სად შეიძლება ადამიანების დასაქმება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარდა ამისა, ვიცე-პრემიერის თქმით, პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი იქნება განათლების კომპონენტი, რაზეც შესაბამისი უწყება უკვე მუშაობს.

მთავრობამ სოცდაუცველების „ამუშავების“ ევროპული მოდელის შესწავლა უნგრეთის მაგალითით დაიწყო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები