მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიღებთ ყველანაირ ზომას“ - თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში დაავადებების გავრცელების რისკებზე

სტიქია შოვში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს და ამისთვის მზაობა არის. ამის შესახებ მან საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით ეს არის ჩვეულებრივი გამოწვევა და ვიღებთ ყველანაირ ზომებს, რომ მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ვიყოთ მზად. კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც გარკვეული  მინიშნებები და ფრაგმენტებია აღმოჩენილი, ჩვენი მეხანძრე მაშველები პირადი დაცვის აღჭურვილობით მუშაობენ“, - განაცხადა მღებრიშვილმა.