“ლავროვსა და ლუკაშენკოსაც კი გადაასწრო ბიძინა ივანიშვილმა, თავისი გუშინდელი განცხადებებით”, - ასე აფასებს ფრაქცია “ევროოპტიმისტების” დეპუტატი, რომან გოცირიძე, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას, როდესაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ხალხს კონტრაქციიდან მიმართა.
“ვიხილეთ კარიკატურული ფაშიზმის იდეოლოგია. მან გამოაცხადა “ქართული ოცნების” დოქტრინა, რაც ნიშნავს ქვეყნის დასავლური ორბიტიდან მოწყვეტას და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთის მხარდაჭერითა და ზურგით, საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ნიშნავს. მან, ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი დასავლეთი დაადანაშაულა შევარდნაძის “წარმატებული” რეჟიმის ცვლილებაში, რა თქმა უნდა, NGO-ების ფულით.
რომელი ფული ჰქონდათ NGO-ებს, 800 მლნ ლარი იყო შევარდნაძის დროს ქვეყნის ბიუჯეტი. თურმე ეს “პროგრესული რეჟიმი” შევარდნაძისა, ამერიკის აგენტებით შეიცვალა და იგივე მოხდა უკრაინაშიც. და ეს საწყალი, პატიოსანი პუტინი აიძულეს, რომ ჯერ საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა და შემდეგ, "ომის პარტიის გამო", უკრაინაშიც შეჭრილიყო”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
“სწორ დროს სწორი სვლების გათვლა კარგად შემიძლია” - ბიძინა ივანიშვილის სრული ტექსტი