მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ აძლევს რჩევებს ირაკლი კობახიძეს? - ჩამონათვალი

ირაკლი კობახიძე

მთავრობის ადმინისტრაციიდან BMG-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ხუთი მრჩეველი ჰყავს.

თუმცა, ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოკლებული არიან შესაძლებლობას, დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდონ, რადგან ეს განეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას და მისი გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ პირთა თანხმობით, რომლების ვინაობასაც არ ასახელებენ.

ერთი და მთავარი მრჩეველი, რომელიც საჯაროდაც ცნობილია, "ოცნების" მთავრობის უკვე ყოფილი ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილია.

24 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო არ არის BMG-ის ინფორმაციით, დავითაშვილის გარდა ირაკლი კობახიძის მრჩევლები არიან: ნინო იობაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ზურა აბაშიძე და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი გიორგი ქაჯაია.

დეკემბრის მდგომარეობით, კობახიძის მრჩეველი იყო ნიკოლოზ თათულაშვილიც, რომელიც იუსტიციის სამინისტროში ანრი ოხანაშვილის მოადგილედ გადავიდა, პოსტს ორი თვე იკავებდა და თანამდებობა 18 თებერვალს გაურკვეველი მიზეზით დატოვა.

აღსანიშნავია, რომ პირველი აგვისტოდან ანაზღაურებადი მრჩევლის თანამდებობა უქმდება. მრჩევლებს ხელფასს აღარ გადაუხდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები