ფორმულა 1 სარბოლო სპორტის სახეობებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით გამოირჩევა. მისი პოპულარობის მკვეთრი ზრდა განაპირობა დოკუმენტურმა სერიალმა Drive To Survive-მაც, რომელმაც გლობალური მასშტაბით ფორმულას ახალი გულშემატკივრები შესძინა.
სპორტის ამ სახეობის ათი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პილოტის შემოსავალმა წელს დაახლოებით $258 მილიონი შეადგინა და 8 მილიონით ჩამორჩა 2022 წლის მაჩვენებელს, როდესაც პილოტებმა 264 მილიონი გამოიმუშავეს.
გასათვალისწინებელია, რომ 2021 წელს შემოღებული ხარჯების ლიმიტი ზღუდავს გუნდების ხარჯვას საკვანძო სფეროებში. მაგალითისთვის 2023 წელს ხარჯთა ლიმიტმა 140 მილიონ დოლარზე ნაკლები შეადგინა, იგი მიზნად ისახავს შექმნას მეტი თანასწორობა ისეთ შედარებით ძლიერ და სუსტ ორგანიზაციებს შორის როგორიცაა "ფერარი" და "ჰაასი", "რედ ბული" და "ალფა რომეო" და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ ფორმულა 1-ის მესაჭეები პირადი სპონსორების ძიებაში დიდ დროს არ კარგავენ და მხოლოდ თავიანთი კლუბის პარტნიორების სახელით ერთვებიან განსხვავებულ სარეკლამო კამპანიებში. შესაბამისად, ამ სიაში სარბოლო ტრასის მიღმა გამომუშავებული თანხები გათვალისწინებული არ არის.
ამერიკული გამოცემა Forbes-ის ცნობით, თუკი 2018 წელს ფორმულა 1-ის ათი საუკეთესო გუნდის შემოსავალი 220 მილიონ დოლარს შეადგენდა, წელს ეს მაჩვენებელი 380 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.
2023 წლის 10 ყველაზე მაღალ შემოსავლიანი პილოტის რეიტინგი ასე გამოიყურება:
10-9. ოსკარ პიასტრი - 8 მილიონი დოლარი
გუნდი: მაკლარენი
10-9. პიერ გასლი - 8 მილიონი დოლარი
გუნდი: ალპინი
8. ჯორჯ რასელი - 9 მილიონი დოლარი
გუნდი: მერსედესი
7. კარლოს საინზი - 14 მილიონი დოლარი
გუნდი: ფერარი
6. ლანდო ნორისი - 15 მილიონი დოლარი
გუნდი: მაკლარენი
5. შარლ ლეკლერი - 19 მილიონი დოლარი
გუნდი: ფერარი
4. სერხიო პერესი - 26 მილიონი დოლარი
გუნდი: რედ ბული
3. ფერნანდო ალონსო - 34 მილიონი დოლარი
გუნდი: ასტონ მარტინი
2. ლუის ჰამილტონი - 55 მილიონი დოლარი
გუნდი: მერსედესი
1. მაქს ფერსტაპენი - 70 მილიონი დოლარი
გუნდი: რედ ბული