მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან ჩინეთის უმდიდრესი ადამიანები? - რეიტინგი

ჩინეთი

ჩინეთი პლანეტის რიგით მეორე ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი $17.8 ტრილიონის ტოლია. ამ თანხის უდიდესი ნაწილი, მართალია, ჩინეთში უხვად არსებული ბუნებრივი წიაღისეულის ექსპორტზე მოდის, მაგრამ აზიური სახელმწიფოს ეკონომიკისთვის არანაკლებად მნიშვნელოვან მიმართულებებს შორის ასევე ვხვდებით ტექნოლოგიებს და წარმოებას, რადგან ამ ქვეყანაში იწარმოება ყველაფერი, რისი წარმოებაც შეიძლება.

მაშ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ორმილიარდიან ჩინეთში ყველაზე დიდ დოვლათს ქმნიან? დღეს, სწორედ ამ კითხვას ვუპასუხებთ და ჩინეთის ხუთ უმდიდრეს მოქალაქეს გაგაცნობთ.

#1 — ჭონგ შანშანი - $49.9 მლრდ

სიმდიდრის წყარო: სასმელები, ფარმაცევტული
ასაკი: 69
ადგილი საერთო რეიტინგში: 24

ბევრი მილიარდერის მსგავსად, ჭონგ შანშანმა ადრეულ სტადიაზე თქვა უარო ფორმალურ განათლებაზე და სკოლიდან ჩინეთის “კულტურული რევოლუციის” დროს გამოვიდა. სხვადასხვა დროს, შანშანი მუშაობდა, როგორც მშენებლობაზე, ასევე მედიაში და გაყიდვების მიმართულებით, ხოლო მოგვიანებით, საკუთარი კომპანია, Nongfu Spring-ი დააფუძნა. შანშანის ეს კომპანია ბოთლის წყალს აწარმოებს და რეალურად, სწორედ ისაა მილიარდერის სიმდიდრის მთავარი წყარო. თუ 2020 წელს, შანშანის ქონებას ამერიკული Forbes-ი $2 მილიარდად აფასებდა, წელს, შანშანის ქონება $64.8 მილიარდერს შეადგენს, რაც Nongfu Spring-ის საფონდო ბირჟაზე დალისტვას უკავშირდება.

#2 — მა ჰუატენგი - $48.8 მლრდ

სიმდიდრის წყარო: ინტერნეტმედია
ასაკი: 53
ადგილი საერთო რეიტინგში: 26

მა ჰუატენგი, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის, Tencent-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და კომპანიის დირექტორის თანამდებობას იკავებს, ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. გარდა იმისა, რომ Tencent-ი ჩინურ სუპერ აპს, ე.წ. “ყველაფრის აპლიკაციას”, WeChat-ს ფლობს, რომელსაც 1.3 მილიარდი ადამინი იყენებს, Tencent-ის საკუთრებაში ვხვდებით ვიდეოთამაშების მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერების, ამერიკული Epic Games-ის საკმაოდ მსუყე წილსაც. ამასთან, Tencent-ი აქციებს ფლობს, როგორც ამერიკულ Tesla-ში, ასევე შვედურ Spotify-ში.

#3 — კოლინ ჭენგ ჰუანგი - $44.1 მლრდ

სიმდიდრის წყარო: ონლაინვაჭრობა
ასაკი: 44
ადგილი საერთო რეიტინგში - 32

კოლინგ ჭენგ ჰუანგი კიდევ ერთი ტექნოლოგიური ანტრეპრენიორია, რომელიც ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში PDD Holdings-ის დაფუძნებით დაიმკვიდრა. ეს კომპანია, რომელსაც 2023 წლის თებერვლამდე Pinduoduo ერქვა, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინვაჭრობის პლატფორმაა. დღეს, ჰუანგი კომპანიის აქტიურ მმართველებს შორის აღარ ირიცხება, მაგრამ PDD Holdings-ის 28%-იან წილს მაინც ფლობს.

#4 — ჭანგ იმინგი - $43 მლრდ

სიმდიდრის წყარო: ByteDance
ასაკი: 41
ადგილი საერთო რეიტინგში: 33

ჭონგ იმინგი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, ByteDance-ის დამფუძნებელია და დღემდე, კომპანიის 20%-იან წილს ფლობს. ეს კომპანია რამდენიმე ინდუსტრიაში ოპერირებს, მაგრამ მთავარი პროდუქტი, რომლითაც ByteDance-ი მსოფლიომ გაიცნო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი - TikTok-ია, რომელსაც გლობალურად მილიარდ ადამიანზე მეტი იყენებს. 2021 წლის ნოემბრამდე, ჭანგ იმინგი ByteDance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, მაგრამ ეს პოსტი დატოვა. რამდენიმე თვით ადრე, იმინგი კომპანიის დირექტორობიდანაც გადადგა და არსებობს ვარაუდი, რომ ორივე ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას.

#5 — ჯეკ მა - $35.7 მლრდ

სიმდიდრის წყარო: ონლაინვაჭრობა
ასაკი: 60
ადგილი საერთო რეიტინგში - 64

ჯეკ მა ყველაზე ცნობილი ჩინელი ანტრეპრენიორია, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კომპანია, Alibaba დააფუძნა. ის, რაც თავდაპირველად B2B-მაღაზიად იყო ჩაფიქრებული, რამდენიმე წელიწადში ჭეშმარიტ ტექნოლოგიური იმპერიად ჩამოყალიბდა, რომელიც დღეს ელექტრონული კომერციის, ფინტექის, ონლაინგადახდების და ქლაუდ-ტექნოლოგიების მიმართულებებებით ოპერირებს. Alibaba-ს აქციების პირველადი საჯარო განთავსება, იგივე IPO, რომელიც 2014 წელს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე შედგა, იმ დროს, ისტორიაში ყველაზე დიდი განთავსება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები