მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის ბუქარესტის ახალი ცენტრისტი მერი, რომელმაც ულტრამემარჯვენეები დაამარცხა

ჩიპრიან ჩუკუ
BM. GE
08.12.25 23:15
571

ცენტრისტმა ჩიპრიან ჩუკუმ, რომელიც ეროვნულ-ლიბერალური პარტიის (PNL) წევრია, კვირას გამართულ ბუქარესტის მერობის არჩევნებში გაიმარჯვა. იგი რუმინეთის დედაქალაქის მერი გახდება. მან ხმების 36.16% მოიპოვა. არჩევნებში მონაწილეობა ჯამში 211,562 მოქალაქემ მიიღო. ვადამდელი არჩევნები ყოფილი მერის, ნიკუშორ დანის ინიციატივით ჩატარდა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.

გამარჯვების მოპოვება დაყოფილი სამოქალაქო საზოგადოებისა და მწვავე დაპირისპირების პირობებში მოხდა. განსაკუთრებით საგულისხმოა ულტრამემარჯვენე პარტიისგან, რუმინელთა გაერთიანებული ალიანსისგან (ِAUR) მომავალი საფრთხე, რომელთა კანდიდატმა, ანკა ალექსანდრესკუმ ხმების 21.94% მოიპოვა. მისმა პოპულარობამ დაადასტურა, რომ დამარცხებისდა მიუხედავად ქვეყანაში აღნიშნული პოლიტიკური ძალები სერიოზულ გავლენებს ფლობენ. ჩუკუ, რომელიც აქამდე ქალაქის მეექვსე სექტორს ხელმძღვანელობდა, თანამდებობას 2028 წლამდე დაიკავებს.

ჩიპრიან ჩუკუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ილიე ბოლოიანის მტკიცე მხარდამჭერი და მოკავშირეა. მისი გამარჯვება პოპულარობას მოუტანს ქვეყნის კოალიციურ მთავრობასა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას, რომელიც ქვეყანაში მშპ-ის დეფიციტის შემცირების მიზნით გადასახადების გაზრდასა და საჯარო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირებას ისახავს მიზნად. ცნობისათვის, ამჟამად რუმინეთის ბიუჯეტის დეფიციტი ქვეყნის მშპ-ის 9%-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები