მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის საფეხბურთო კლუბის “ჩელსის” ახალი მფლობელი?

6277c6563188e
მარიამ ადამია
08.05.22 18:07
2640
ლონდონის ჩელსიში აბრამოვიჩის 19-წლიანი მმართველობის ეპოქა დასრულდა. კლუბი გაიყიდა და ის ამერიკულმა კომპანია - ლოს ანჯელეს დოჯერსმა შეიძინა, რომელსაც მილიარდერი ტოდომ ბოელი ხელმძღვანელობ. მისი ქონება, ფორბსის მიხედვით, 4,5 მილიარდი დოლარია, ხოლო აქციებში 5 მილიარდი ევრო გადაიხადა.

"ჩელსის" ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფორმალური დეტალები, მაისის ბოლოს მოგვარდება, რადგან კლუბის გაყიდვა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, ხოლო ინგლისის პრემიერ ლიგამ - ახალი მფლობელი და გუნდის მენეჯმენტი შეამოწმოს. ბოელის კონსორციუმი და ჩელსის იურისტები ბოლო მომენტამდე განიხილავდნენ გარიგების პუნქტებს.

ასევე Times წერს, რომ გარიგების ფარგლებში აბრამოვიჩი შეეცდება 1,6 მილიარდი ფუნტის სესხის დაფარვასაც, თუმცა თავად აბრამოვიჩი ამ ფაქტს უარყოფს და წერს, რომ ის სრულად ორიენტირებული იყო ჩელსის უსაფრთხოებაზე, ხოლო გაყიდვიდან შემოსული თანხა კარგ საქმეს მოხმარდება.

ინფორმაციისთვის, ჩელსის შეძენის სულ ექვსი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა. მათ შორის ენერგეტიკული კომპანია Ineos Group-ის დამფუძნებელი ჯიმ რეტკლიფი. Times-ის ცნობით, მან კლუბს რეკორდული 4,25 მილიარდი ფუნტი შესთავაზა, თუმცა როგორც აღმოჩნდა კლუბმა ის უარყო და შეთავაზებას არ დათანხმდა.

ცნობისთვის, ბოლოს ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბი 2005 წელს გაიყიდა. მაშინ ამერიკელმა მილიარდერმა მალკოლმ გლაზერმა, მანჩესტერ იუნაიტედი 790 მილიონ ფუნტად იყიდა. აბრამოვიჩმა კი, ჩელსი 2003 წელს, დაახლოებით 187 მილიონ დოლარად იყიდა და ამ პერიოდში, ჩელსიმ რამდენჯერმე ინგლისის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, შესაბამისად, კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი სწორედ მის ხელში დადგა. კლუბის გაყიდვა კი, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო პუტინის გარემოცვის წევრებს ევროპაში ფინანსური სანქციები დაუწესდათ და ქონება დაუყადაღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები