მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ დათანხმდა რუსეთის საფეხბურთო ნაკრებთან თამაშს?

რუსეთის ნაკრები

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის სპორტული სამყარო თითქმის ყველანაირ საერთაშორისო ასპარეზს ჩამოშორებულია, რის გამოც მეტოქეების პოვნაც უჭირს. ახლახან კი მათ “ამხანაგური შეხვედრისთვის” ზანზიბარის ფეხბურთის ასოციაციასთან ილაპარაკეს და დიდი ალბათობით მატჩი 2024 წელს რუსეთში შედგება.

იმის გამო, რომ ზანზიბარი ტანზანიის ავტონომიას წარმოადგენს, ის FIFA-ს წევრი სახელმწიფო არაა, ამიტომაც მათ ნაკრებსაც საერთაშორისო ტურნირზე გასვლის უფლება არ გააჩნია.

ნაკრებთა სია, რომლებიც რუსეთთან ამხანაგურ თამაშებს დათანხმდნენ, მართლაც "შთამბეჭდავია": ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ირანი, ერაყი, U23 ეგვიპტე, კატარი, კამერუნი და კენია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები