ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიშები მიიტანეს. უკვე დადასტურებულთ ინფორმაციით, დარტყმებს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა ორი ქვეყნის ავიაგამანადგურებლებმა და რაკეტებმა ათობით სამხედრო და სამთავრობო უწყების ლიდერი გაანადგურეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საუბარია 40-ზე მეტ ლიკვიდირებულ მაღალჩინოსანზე, თუმცა მათი სრული ჩამონათვალი ჯერ ცნობილი არ არის.
ჩვენთვის არსებულ მონაცემებით, მოკავშირეებმა თითქმის სრულად გაანადგურეს ირანის თავდაცვისა და დაზვერვის უმაღლეს ეშელონებში მყოფი პირები, მათ შორის ისლამის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის (IRGC) ხელმძღვანელი, მოჰამად ფაქფური. წარმოგიდგენთ იმ სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების სიას, რომელთა დაღუპვაც ოფიციალურადაა დადასტურებულია
- აიათოლა ალი ხამენეი - ირანის უზენაესი ლიდერი და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი
- ალი შამხანი - უსაფრთხოების საკითხებში უზენაესი ლიდერის მრჩეველი
- .მოჰამად შირაზი - უზენაესი ლიდერის სამხედრო ბიუროს ხელმძღვანელი;
- აზიზ ნასირზადე - თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის მინისტრი;
- მოჰამად ფაქფური - ისლამის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური;
- ჰოსეინ ჯაბალ ამელიანი - თავდაცვითი ინოვაციების და კვლევების ორგანიზაციის (SPND) თავმჯდომარე;
- რეზა მოზაფარი-ნია - თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევების ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი
- სალეჰ ასადი - „ხათამ ალ-ანბიას“ სარდლობის დაზვერვის ხელმძღვანელი.




























