მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ რა თანხა გამოყო “მშვიდობის საბჭოში” ღაზას აღდგენისთვის?

მშვიდობის საბჭო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ წევრმა ქვეყნებმა ვაშინგტონში გამართულ პირველ სამიტზე ღაზას სექტორის აღდგენისთვის კოლოსალური მოცულობის თანხების გამოყოფა დააანონსეს.

ამ ეტაპზე, ჯამურად, საუბარია $17 მილიარდზე, საიდანაც ყველაზე დიდი, ერთიანი კონტრიბუცია ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოვა. კერძოდ, დონალდ ტრამპის ინიციატივით, ნაომარი ზონის აღდგენას მომდევნო 10 წლის განმავლობაში აშშ $10 მილიარდით დააფინანსებს. სავარაუდოდ, პრინციპით: წელიწადში $1 მილიარდი.

შტატების მიღმა ღაზას სექტორის დახმარების სურვილი კიდევ ცხრა სახელმწიფომ: ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, მაროკომ, ბაჰრეინმა, კატარმა, საუდის არაბეთმა, უზბეკეთმა და ქუვეითმა გამოთქვეს. სარეკონსტრუქციო ფონდში პირველადი შენატანის სახით ისინი ჯამურად $7 მილიარდ დოლარს მოუყრიან თავს. აქედან $1.2 - არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მოვა, თითო-თითო მილიარდი საუდის არაბეთზე, ქუვეითსა და კატარზე. რაც შეეხება დანარჩენ $2.8 მილიარდს, მასზე პასუხისმგებლობას დანარჩენი ქვეყნები აიღებენ. რაც შეეხება ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციას, რომლის პრეზიდენტიც ასევე ესწრებოდა სამიტს, FIFA ღაზაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის $75 მილიონს გამოყოფს.

ცნობისთვის, ანალიტიკოსების დათვლებით, ომისგან განადგურებული ინფრასტრუქტურის სრული აღდგენისთვის “მშვიდობის საბჭოს” ჯამურად 70 მილიარდი დოლარის მობილიზება მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები