მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ შეარჩევს კომუნიკაციების კომისიის ახალ წევრს? - ბრძანება

ბექაური

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრძანება გამოსცა, რომლითაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შექმნა. ბრძანება ძალაში შევიდა 2025 წლის 17 ნოემბერს.

"ოცნების" მთავრობის განკარგულებით, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა.

საქმე ის არის, რომ კომისიის წევრობის ვადა უახლოეს პერიოდში კომისიის თავმჯდომარეს, კახი ბექაურს ეწურება, რომელიც უკვე მეორე ვადით არის წევრი და თავმჯდომარე. ასევე, ვადა გასდის ვახტანგ აბაშიძესაც, თუმცა კონკურსი მხოლოდ ერთ წევრზეა გამოცხადებული.

საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა:

  • ნუგზარ რუხაძე — ჟურნალისტი;
  • ზურაბ ტაბიძე — შპს „ალტას“ დამფუძნებელი;
  • თალიკო ჟვანია — სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი.

კომისიის წევრები საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით აირჩევენ თავმჯდომარეს. გადაწყვეტილებებს კომისია სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით იღებს და სხდომების წარმართვა შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.

კომისია უზრუნველყოფს კანდიდატების კანონმდებლობით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.

მოთხოვნები: კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება (აქედან არანაკლებ 3 წლისა მმართველ თანამდებობაზე).

გასაუბრება: თუ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არანაკლებ 3 კანდიდატი აკმაყოფილებს, კომისია მათთან გასაუბრებას გამართავს.

რეკომენდაცია: გასაუბრების შედეგების მიხედვით, კომისია მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას არანაკლებ 3 კანდიდატის შესახებ.

ახალი კონკურსი: იმ შემთხვევაში, თუ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს 3-ზე ნაკლები კანდიდატი აკმაყოფილებს, გამოცხადდება ახალი კონკურსი.

საკონკურსო კომისიის სხდომების ორგანიზებასა და ოქმების შედგენას მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები