მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ უჭერს მხარს ჯო ბაიდენს? - უმსხვილესი დონორების რეიტინგი

ჯო ბაიდენი

    ამერიკის შეერთებული შტატების წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 110 დღე დარჩა, ანუ საარჩევნო კამპანია ყველაზე ცხელ ეტაპზე გადადის. წლევანდელ არჩევნებში ერთმანეთს ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან.

    ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები ერთგვარი მარათონია, მაგრამ გამარჯვებისთვის, გამძლეობასთან ერთად, კანდიდატებს დიდძალი ფინანსები სჭირდებათ, რომელსაც საკუთარი რესურსებით, პარტიული ბიუჯეტით და დონორების დახმარებით იღებენ. შემოსავლის წყაროებს შორის მთავარი - შემოწირულებაა, რომელსაც პოლიტიკოსები მდიდარი ორგანიზაციებისა და ადამიანებისგან იღებენ.

    ამ დრომდე, დონაციების მხრივ ჯო ბაიდენი ლიდერობს, რომელმაც თითქმის 232 მილიონი დოლარის შემოწირულება მიიღო, როცა დონალდ ტრამპმა 124 მილიონი მოიზიდა. დონალდ ტრამპის შემომწირველებს შორის, უმეტესწილად, ტრადიციული ბიზნესით გამდიდრებულ ადამიანებს ვხვდებით, მაგრამ ჯო ბაიდენის მხარდამჭერებს შორის ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლები და ვენჩურული კაპიტალისტები ლიდერობენ.

    #1 - მაიკლ ბლუმბერგი
    ქონება: $106.2 მლრდ
    დონაცია: $20 მლნ

    #2 - რიდ ჰოფმანი
    ქონება: $2.5 მლრდ
    დონაცია: $17.7 მლნ

    #3 - ჯიმ საიმონსი
    ქონება: $31.4 მლრდ
    დონაცია: $10.2 მლნ

    #4 - მაიკლ მორიცი
    ქონება: $6.2 მლრდ
    დონაცია: $8.3 მლნ

    #5 - სტივენ მენდელი
    ქონება: $2.5 მლრდ
    დონაცია: $6.8 მლნ

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები