ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. ყოველი კანდიდატი მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება ეფექტიანი და ხანგრძლივი მარკეტინგული კამპანია განახორციელოს, რათა კონკურენტის მხარდამჭერები გადმოიბიროს და იმ ამომრჩევლის გული მოიგოს, რომელსაც ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცეს ხმა.
წინასაარჩევნო ხარჯებს, როგორც წესი, კანდიდატები საკუთარი რესურსებით, პარტიული ბიუჯეტით და დონორების შემოწირულებებით აფინანსებენ, ამ სამი კატეგორიიდან მთავარი კი სწორედ დონაციებია. საქმე ისაა, რომ ამერიკაში პარტიის, სენატორის, პრეზიდენტისა თუ კონკრეტული კანონის მხარდაჭერა გამჭვირვალე გზით ხდება, რასაც ლობიზმი ეწოდება. ვინ რას უჭერს მხარს და რამდენს იხდის ამისათვის, ყველასათვის ცნობილია და თან ეს ინფორმაცია საჯაროა, რაც, საბოლოო ჯამში, დემოკრატიას აძლიერებს.
როგორც წესი, დონორები განსაკუთრებით აქტიურობენ კონგრესმენების და სენატორების არჩევის პერიოდში, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში ყველაზე დიდი მოვლენაა, ამიტომ დონაციების რაოდენობა ასეთ დროს განსაკუთრებით იზრდება.
ათმა უმსხვილესმა დონორმა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ უკვე გაიღო ჯამურად 123 მილიონი დოლარის დონაცია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ტრამპის უმსხვილესი დონორები:
1. ტიმოთი მელონი
ქონება: $1 მლრდ
დონაცია: $76.5 მლნ
2. ლინდა მაკმაჰონი
ქონება: $2.9 მლრდ
დონაცია: $11.1 მლნ
3. კელსი უორენი
ქონება: $6.3 მლრდ
დონაცია: $5.8 მლნ
4. დაიანა ჰენდრიქსი
ქონება: $20.9 მლრდ
დონაცია: $5.5 მლნ
5. ტიმ დანი
ქონება: $2.2 მლრდ
დონაცია: $5 მლნ