მადრიდის "რეალმა" ვინიციუს ჟუნიორთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააგრძელა. ამის შესახებ ესპანური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
აქამდე ვინიციუსი წელიწადში 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, ხოლო ახალი კონტრაქტის თანახმად, მისი ანაზღაურება 3-ჯერ გაიზრდება და 9 მილიონს მიაღწევს, გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში ამოქმედდება ბონუსს სისტემა, რითაც მისი შემოსავალი შესაძლოა, 10 მილიონამდე გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ტალანტი "რეალში" ჯერ კიდევ 2018 წელს 18 წლის ასაკში გამოჩნდა და მართალია, თავიდან ადაპტაცია გაუჩნდა, მოგვიანებით, "სამეფო კლუბის" წამყვან ფეხბურთელად იქცა.
ვინის მადრიდელთა მაისურით 6 სეზონის განმავლობაში 235 მატჩი აქვს ჩატარებული, 63 გოლი გაიტანა და ზურგს 9 ტიტული უმაგრებს.