უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 9 დეკემბერს, ფლორიდაში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მოკავშირე ბიზნესმენს, ილონ მასკს შეხვდა. ამის შესახებ ორბანის მიერ X-ზე გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა.
„მომავალი დაიწყო",- დაწერა ორბანმა და ტრამპთან და მასკთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუზიარებია.
USA today. The future has begun! 🇭🇺🇺🇸
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 9, 2024
An afternoon in Mar-a-Lago with @realDonaldTrump, @elonmusk and @michaelgwaltz. pic.twitter.com/xYs5q8fqGq
ორბანი, რომელიც ტრამპის დიდი ხნის მხარდამჭერია, სულ უფრო იზოლირებული ხდება ევროკავშირში რუსეთთან მისი კავშირების და უკრაინის სამხედრო დახმარების წინააღმდეგობის გამო.