იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა, "ნაპოლიმ" ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტი ერთი წლით, 2026 წლის ზაფხულამდე გააგრძელა და ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
ახალი კონტრაქტის მიხედვით სერია A-ს წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირისა და აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის შეძენის მსურველ კლუბს, რომელიც ევროპის ტოპლიგებში არაერთია, "ნაპოლისთვის" 120-130 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
რაც შეეხება ნიგერიელის ხელფასს, რომელიც აქამდე წელიწადში 4,5 მილიონ ევროს შეადგენდა, ამიერიდან წლიური 10 მილიონი ევრო იქნება.
29 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი ნაპოლიში 2020 წლიდან თამაშობს, სადაც ფრანგული "ლილიდან" 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ნეაპოლელთა მაისურით ყველა ტურნირის 118 მატჩში 67 გოლი გაიტანა. ამჟამად აფრიკელი შემტევით "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "ბაერნი" და "პსჟ" ინტერესდებიან.