ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, როგორც ქალაქის ვირტუალური გზამკვლევი - ვენაში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ქალაქის ღირსშესანიშნაობების ტურები ცნობილ კომპოზიტორთან ერთად შეუძლიათ განახორციელონ; ამისთვის Bose Frames -ია საჭირო - ეს არის სათვალე ინტეგრირებული ყურსასმენებით და მობილური ტელეფონის სპეციალური აპლიკაცია.
Bose Frames-ის სათვალე უფასოა და მას ვენაში Albertinaplatz-ზე მდებარე ტურისტულ ცენტრში გათხოვებენ.
უფასოა აპლიკაციაც, რომლის სახელწოდებაა "RelatedToAustria" მხოლოდ iPhone -ის ტელეფონებისთვისაა ხელმისაწვდობი. Android-ის მომხმარებლები კი, ვენას ბეთნჰოვენთან ერთად ვერ დაათვალიერებენ.
ტური ვენის ცენტრში 1 საათი გრძელდება.
ბეთჰოვენის ვირტუალური ტური კომპოზიტორის 250 წლის იუბილეთია შთაგონებული. აპლიკაცია Österreich Werbung-მა შექმნა. ბეთჰოვენის დაბადების დღეს დევიზით - "ვენა 2020 - მუსიკის დედაქალაქი" მომავალ წელს მასშტაბურად აღნიშნავენ. ბეთჰოვენი 1770 წელს ბონში დაიბადა და 1827 წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გარდაიცვალა.