მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვირუსი ყველას არ მოგვკლავს, მთავრობის არასწორი პოლიტიკა კი ცხოვრებას გვინგრევს - ფადი ასლი

5f058e337d1f8
BM.GE
08.07.20 13:12
1448
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი, საქართველოში ფრენების მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს.

"ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო,

მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის, ვინც 65 წელს ქვემოთაა, ჩვეულებრივ სეზონურ გრიპზე მომაკვდინებელიც კი არ არის; უკეთ რომ გაიგოთ კორონავირუსის მომაკვდინებლობა, უფრო დიდია ალბათობა, რომ ავტოავარიის დროს დაიღუპოთ თბილისიდან გორში მგზავრობისას, ვიდრე კორონა ვირუსისგან.

გასული 5 თვის განმავლობაში მთავრობამ ტვინი გამოგვირეცხა კორონავირუსით გამოწვეული ვითომ საფრთხეებით, თითქოს ეს არის მომაკვდინებელი ვირუსი, რომელსაც შეეწირებოდა ათასობით ადამიანი, მაშინ როდესაც სინამდვილეში ვირუსს გადაურჩა მოსახლეობის 99.95%.

ქვეყნებმა, რომლებსაც ყველაზე ძლიერად დაარტა ვირუსმა, უკვე გახსნეს საზღვრები; საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები და დანარჩენი ევროპა; ყველა მათგანი მდიდარი ქვეყანაა საქართველოსგან განსხვავებით. ევროპისა და რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველო ის ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ტურიზმზე; მიუხედავად ამისა, ჩვენი მთავრობა მაინც ჯიუტად ტოვებს აეროპორტებს დაკეტილს და ამის გასამართლებლად მთავრობის ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ აეროპორტების გახსნა დააზარალებს ეკონომიკას, რაც სრული ნონსენსია.

მაშინ, როდესაც ბევრ თქვენგანს აღარ შეგწევთ უნარი გამოკვებოთ თქვენი ოჯახები, რადგან დაკარგეთ სამსახურები, ბიზნესი, სოფლის მეურნეობის პროდუქციას ვეღარ ყიდით, შეგიმცირდათ ხელფასები, ამ დროს მთავრობის წევრებს, რომლებსაც აქვთ გარანტირებული სამსახურები და ხელფასები, უხდიან რეგულარულად, ისინი ქვეყანას მართავენ როგორც კომპიუტერულ სიმულაციურ თამაშს და სარგებლობენ ყოველი მოქალაქის უბედურებით, პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად.
ყოველი დღე, დაკეტილი აეროპორტების პირობებში, გამოიწვევს უფრო მეტ დაკარგულ სამსახურს, უფრო მეტ სიღარიბეს, დეპრესიასთან დაკავშირებულ მეტ ფსიქოლოგიურ დაავადებას, მეტ სუიციდს, მეტ ალკოჰოლიზმს, ნარკოტიკების მეტ მოხმარებას, მეტ კიბოს, მეტ გულის შეტევას, მეტ კრიმინალს, და ეს ყველაფერი რისთვის?

კოვიდ-19 ჩვენთან დარჩება მრავალი წლის განმავლობაში; ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება; ჰიგიენისა და სოციალური დისტანცირების სათანადოდ დაცვით, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე ზრუნვით, მაგრამ არა ქვეყნის ჩაკეტვის ხარჯზე, მოსახლეობის გამოკეტვითა და გარე სამყაროსთან კავშირის გაწყვეტით.

მიუხედავად იმისა, რომ მილიონ მოსახლეზე ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვაქვს მსოფლიოში, ქვეყანას მაინც ვკეტავთ. როდემდე? სანამ ვაქცინას გამოიგონებენ? ამას შეიძლება წელიწადზე მეტი დრო დასჭირდეს! ჩვენ ვართ მძევლები საკუთარ ქვეყანაში ამდენი ხნის განმავლობაში, რადგან მთავრობას ეშინია, რომ ინფექციის მატებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ პოლიტიკურ რეიტინგზე?

ნავარაუდებია, რომ ვინც სამსახურს კარგავს, მათი 4% დეპრესიასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური დაავადებისგან კვდება, დაკარგვიდან 5 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ შემდეგ 5-10 წელიწადში 10-15 ათასი ქართველი დაიღუპება მთავრობის ისეთი ზომების გამო, როგორიც არის კარანტინი. ამ ადამიანების ცხოვრება ნაკლებად ღირებული და ძვირფასია მათთან შედარებით, ვისი "დაცვაც" სურს მთავრობას კორონავირუსისგან?

ჩემო თანამემამულეებო, დროა მოვუხმოთ გონებას და განვიხილოთ, თუ რამდენად მიზანშეწონილი და ჯანსაღია მთავრობის გადაწყვეტილებები და პოლიტიკა და მათი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და სიცოცხლეზე.

უმეტესობა ჩვენგანი პარალიზებულია კორონავირუსის შიშით უკვე თვეებია, რადგან მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს. არა! ვირუსი ჩვენ ყველას არ მოგვკლავს! მთავრობის არასწორი პოლიტიკა კი გვინგრევს ცხოვრებას, სიცოცხლეს და ჩვენი შვილების მომავალს:, - ნათქვამია ფადი ასლის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები