მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის ეკუთვნის ჯიხური, რომელმაც მომსახურება 565-ჯერ კლიენტის ვერიფიკაციის გარეშე გასწია და ₾596,000-ით დაჯარიმდა

დოლარი ლარი

ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია რამდენიმე სავალუტო ჯიხურის დაჯარიმების შესახებ. მათ შორის ყველაზე მსხვილი 596,000 ლარის ჯარიმა დაეკისრა ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, რომელსაც შპს "მაქსპრო" მართავს.

სებ-ის რეესტრის თანახმად, აღნიშნული ჯიხური თბილისში, ერისთავის N12-ში მდებარეობს. სებ-ის განცხადების თანახმად, აღნიშნულმა სავალუტო ჯიხურმა 565-ჯერ გასწია მომსახურება მომხმარებლის ვერიფიცირების გარეშე, რაც თითოეულ შემთხვევაზე 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. სებ-ის ცნობით, ამას გარდა, ჯიხურს სხვა დარღვევებიც ჰქონდა, რის გამოც ჯამში ჯარიმამ თითქმის 600,000 ლარი შეადგინა.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, სავალუტო ჯიხური "მაქსპრო" 2015 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელია ბიზნესმენი დავით ლომაძე.

რა დარღვევები ჰქონდა სრულად "მაქსპროს", შეგიძლიათ იხილოთ სებ-ის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები