მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის ეკუთვნის საქართველოში რძის იმპორტიორი TOP-10 კომპანია?

რძე

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 3.4 მლნ აშშ დოლარის 3,447 ტონა რძე იყიდა, რაც რაოდენობრივად 93%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თანხაში კი 35.5%-ით.

"რძის სკანდალის" ფონზე, bm.ge დაინტერესდა, ვის შემოაქვს საქართველოში რძე და ვის ეკუთვნის საქართველოში, რძის იმპორტიორი კომპანიები.

სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჩამონათვალი ასეთია:

  1. შპს აგროტრეიდი 22 - 2022 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 50%-ს ზურაბი გორგაძე ფლობს 50%-ს კი, თეიმურაზ გოგიშვილი;
  2. შპს აგროჰაბი - კომპანიის მფლობელი აკაკი ახვლედიანია;
  3. შპს ბბ კომპანი - 2002 წელს რეგისტრირებული კომპანია ალექსანდრე ბერიძეს უკუთვნის;
  4. შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო - რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება ვიმ-ბილდანი ფლობს;
  5. შპს ინტრეიდი - 100% სააქციო საზოგადოება ნიკორას ეკუთვნის. კომპანიას საერთო კრება მართავს, რომლის თავმჯდომარეც ვასილ სუხიაშვილია, მოადგილე გურამ ცერცვაძე და ირაკლი ნიკოლეიშვილი. წევრები: დავით დუმბაძე, დავით ცირეკიძე, გელა არობელიძე და რუსეთის მოქალაქე ოლეგ გუბანოვი. გენერალური დირექტორია ირაკლი ბოქოლიშვილი;
  6. შპს ლაქტალის ჯორჯია - კომპანიას ბელგიაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება B.S.A.
    International-ი ფლობს;
  7. შპს სავაჭრო გუნდი - კომპანიას ოთხი მფლობელი თანაბრად 25%-იანი წილებით ინაწილებენ. ფლობენ: ილია შარიქაძე, სოფო სუხიაშვილი, თამარ ჯერენაშვილი, ნიკა სუხიაშვილი;
  8. შპს ფუდსერვისი - კომპანიას შპს ჰოლდინგ. ჯი ფოლობს, რომელის თავის მხრივ, არჩილ გეგენავას საკუთრებაა;
  9. შპს ჯეო-კოოპ - 2009 წელს რეგისტრირებული კომპანია საქართველოსა და სომხეთის ორმაგი მოქლაქის ჰმაიაკ არსენიანის საკუთრებაა;
  10. შპს ჯორჯიან ფუდ ქორფორეიშენი - კომპანია შპს გუდვილ ინვესტის შვილობილია, რომელიც ლეილა ქავთარაძეს ეკუთვნის. ორივე შემთხვევაში, თვითონაა დირექტორიც.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის სამსახური მონაცემებს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს და არა რეიტინგის.

რძის სკანდალი

„რადიო თავისუფლების“ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.

ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე „რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა - რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა - ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ 28 მარტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად „სოფლის ნობათიდან“ ამოღებულ ხუთ ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. სეს-ის ცნობით, ხაზის ყველა პროდუქტი დახლებიდან ამოიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები